151-ე საჯარო სკოლასთან გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 10 / 02 / 2018 12:11 · 17 ნახვა
151-ე საჯარო სკოლასთან გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, საგზაო სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს. 

სამუშაოები ამ ეტაპზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში, N151-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ნუცუბიძის ქუჩამდე სრულდება. რეაბილიტაციის შედეგად, 1605 კვ.მ ფართობის გზა განახლდება - მოეწყობა გზის საფუძველი და ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „როუდ სოლუშენი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 92 000 ლარია. 

გარდა ამისა, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N55-ე კორპუსის მიმდებარედ, სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოედანზე მოეწყობა ახალი საფუძველი, გამოიცვლება ბალახის ხელოვნური საფარი და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება  26 407 ლარს შეადგენს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე,  ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოში და პარლამენტში გიორგი ბირბიჩაძე და ზაზა ხუციშვილი გაეცნენ.    

„ჩვენ განვაგრძობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას. მნიშვნელოვანია, N151-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ გზის შეკეთება, რადგან ეს მონაკვეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. გზის აღნიშნული მონაკვეთი ნუცუბიძის ქუჩამდე მთლიანად განახლდება და არსებული პრობლემა მოგვარდება. გარდა ამისა, დავიწყეთ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N55-ე კორპუსთან, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში დაახლოებით, 100 000-მდე კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. 

ტეგები