"კარდაკარ ვივლი ყველას გავაგებინებ რო ავერსის კლინიკას არ გაეკარონ"
ამობეჭდვა · 10 / 02 / 2018 14:14
"კარდაკარ ვივლი ყველას გავაგებინებ რო ავერსის კლინიკას არ გაეკარონ"

"ადამიანები როცა უპასუხისმგებლოდ იქცევიან უნდა დაისაჯონ!!! უვიცი ექიმი როცა ხარ პირდაპირ აწერ ხელს დანაშაულს!!! თანხმდები შენი სიშტერით პატიენტის მკვლელობას!!! მადლობა ღმერთს მე გადავრჩი, როგორ არავინ იცის, შემთხვევით... ავერსის კლინიკის ექიმმა ბავშვს დაუწერა დასკვნა რომ კონკრეტულ მედიკამენტზე არ იყო ალერგიული, გადავამოწმეთ შემთხვევით და კატეგორიულად აკრძალულია ამ წამლის გაკეთება, სრულიად ალერგიული აღმოჩნდა. ქეთევან ალავიძე - ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს რომ ვინმე არ გააუბედურო. თეთრი ხალათი მარტო ფულის კეთებას არ ნიშნავს! კარდაკარ ვივლი ყველას გავაგებინებ რო ავერსის კლინიკას არ გაეკარონ სანამ მანდ იმუშავებ. ყოველ კვირა გადავამოწმებ, კართან დავდგები რო ვინმე არ დაღუპო. ქეთევან ალავიძე

ავერსის კლინიკა #ავერსისკლინიკა - აწი გაიდლაინები კარგად გადაახვიეთ. შევხვდებით იქ სადაც საჭიროა... Nino Mamaladze Tata Gamkrelidze მანდაც მოვალ, უსწავლელი ექიმები უნდა წავიდნენ!", - წერს ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი.

ტეგები