მოსახლეობის ვალმა ბანკების მიმართ 11 მილიარდ ლარს გადააჭარბა
ამობეჭდვა · 10 / 02 / 2018 22:42 · 56 ნახვა
მოსახლეობის ვალმა ბანკების მიმართ 11 მილიარდ ლარს გადააჭარბა

ფიზიკური პირების (ინდმეწარმე ფიზიკური პირების ჩათვლით) სესხები კომერციული ბანკების მიმართ 2018 წლის, პირველი იანვრის მდგომარეობით 11,5 მილიარდ ლარს შეადგენს. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დოლარში გაცემული სესხების მოცულობა წინა წელთან შედარებით შემცირდა და 5,1 მილარდი ლარი შეადგინა. სამაგიეროდ 2 მილიარდით გაიზარდა ლარში გაცემული სესხების მოცულობა და 6 480 მილიონი ლარი შეადგინა. 

გაზრდილია დოლარში გაცემული სესხები იურიდიულ პირებზე და 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 7 308 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასულ წელს 6 845 მილიონი იყო. გაზრდილია ლარში გაცემული სესხიც და 2018 წლის მდგომარეობით 2 520 მილიონია, რაც 500 მილიონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

ტეგები