"მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ"
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2018 12:46
 "მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ"

სტუდნეტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წევრები, 14 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისში თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობამდე, მშენებლობებზე დასაქმებულთა სიკვდილიანობის გახშირებასთან დაკავშირებით, მსვლელობას მოაწყობენ. 

“გუშინ, კიდევ ერთი, 26 წლის მუშა დაიღუპა მშენებლობაზე. 2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის. მაშინ როცა გვარწმუნებენ არჩევანის თავისუფლებაში, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი! ეს არ არის თავისუფლება! სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს! მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას”, - ნათვამია სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში.

ტეგები