დანით შეიარაღებული კაცი პეკინში სუპერმარკეტის მომხმარებლებს თავს დაესხა
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2018 13:09
დანით შეიარაღებული კაცი პეკინში სუპერმარკეტის მომხმარებლებს თავს დაესხა

დანით შეიარაღებული კაცი პეკინში, სიდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის მომხმარებლებს თავს დაესხა. ინციდენტის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

ჩინელმა სამართალდამცველებმა 35 წლის თავდამსხმელი ადგილზე აიყვანეს.

თავდასხმის მოტივი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ტეგები