ნუგზარ ტატალაშვილი პარიზის დიდი სლემის მერვედფინალში გადავიდა
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2018 15:28
ნუგზარ ტატალაშვილი პარიზის დიდი სლემის მერვედფინალში გადავიდა

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პარიზის დიდი სლემის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი დასრულდა. შეხვედრები, ნუგზარ ტატალაშვილმა და ზებედა რეხვიაშვილმაც გამართეს.

ტატალაშვილი პირველ წრეში დასვენებულ იაპონელს – ტაკეში სასაკის დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი ოთხი წუთი ძიუდოისტებმა უქულოდ დაასრულეს. არბიტრისგან კი თითო გაფრთხილება მიიღეს და დამატებით დროშიც თანაბარ პოზიციაში გადავიდნენ.

დამატებითი დროის დაწყებიდან წუთსა და 40 წამში მან მეტოქეს ეფექტური გდება შეუსრულა, რომელიც მსაჯებმა იპონით დაუფიქრებლად შეაფასეს და ნუგზარიც შემდეგ ეტაპზე გავიდა. მერვედფინალში მისის მეტოქე, ჯგუფში განთესილი, პანამერიკული ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებული არგენტინელი ემანუელ ლანცეტია.

ამ წონაში მოასპარეზე კიდევ ერთმა ქართველმა – ზებედა რეხვიაშვილმა, მედლისთვის ბრძოლის შანსი თავის პირველივე შეხვედრაში დაკარგა. ტურნირის შარშანდელ მეხუთე ადგილოსანს კენჭისყრით აშკარად არ გაუმართლა, ის  ევროპის 2015 წლის ჩემპიონ საგი მუკისთან დამარცხდა.

ტეგები