პარიზის დიდი სლემის მეთექვსმეტედფნალში ბექა ღვინიაშვილიმა გაიმარჯვა
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2018 15:35 · 166 ნახვა
პარიზის დიდი სლემის მეთექვსმეტედფნალში ბექა ღვინიაშვილიმა გაიმარჯვა

90 კგ წონით კატეგორიაში პარიზის დიდი სლემის მეთექვსმეტედფნალი ბექა ღვინიაშვილისმა გაიმარჯვა, ხოლო მეორე ქართველი ათლეტი უშანგი მარგიანი დამარცხდა.

ორივე ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო, მედლისთვის ბრძოლას კი სამწუხაროდ მხოლოდ ერთი აგრძელებს. 

ბექა ღვინიაშვილი წონაში პირველ ნომრად იყო განთესილი და პირველ წრეში დასვენება მოუწია მეთექვსმეტედფნალში კი აზერბაიჯანელ - აბდულაჰ რასულუს შეხვდა. ქართველმა ფალავანმა, მეტოქეს თავიდანვე შეუტია და წუთნახევარში შიდოც მიაღებინა. მორიგ შეტევაში კი ღვინიაშვილმა რასეულუ შებოჭვაზე დაიჭირა და ვადამდელი გამარჯვებაც მოიპოვა. მერვედფინალში ღვინიაშვილის მეტოქე სამხრეთ კორეელი ჯეონგ ლი იქნება.

რაც შეეხება უშანგი მარგიანს, მან არაბთა გაერთიანებული ემირატების წარმომადგენლის მიჰაი მარჩიტანის ბარიერი ვერ დაძლია. შეხვედრის დასაწყისში, მარგიანმა შიდო მიიღო, წუთსა და ათ წამში კი იპონზე დავარდა და ტურნირს გამოეთიშა.

ტეგები