"ექსპრეზიდენტმა ზუსტად იცის - ის საქართველოში ძალაუფლებას არჩევნების გზით ვერ დაიბრუნებს"
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2018 16:22
"ექსპრეზიდენტმა ზუსტად იცის - ის საქართველოში ძალაუფლებას არჩევნების გზით ვერ დაიბრუნებს"

“ტაბულას” ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"და კიდევ ერთი: ერთადერთი მიზეზი, რატომაც ექსპრეზიდენტი აგრძელებს დემოკრატიული პროცესის და არჩევნების მიმართ მავნებლური ნიჰილიზმის თესვას და გამოსავალს მხოლოდ ხელისუფლების დამხობაში ხედავს ისაა, რომ ექსპრეზიდენტმა ზუსტად იცის - ის საქართველოში ძალაუფლებას არჩევნების გზით ვერ დაიბრუნებს.

მას არ ადარდებს ბიძინას შეცვლა.

მას მხოლოდ ძალაუფლების დაბრუნება და ძალაუფლების სიკეთეებით ძღომა ადარდებს.

ზუსტად იცის, რომ ქართველი ამომრჩეველი მას ხმას არ მისცემს. ზუსტად იცის, რომ ქართველი ხალხის დარწმუნების უნარი არ გააჩნია.

ამიტომ, ფსიქოლოგიურად მზადა როგორც უკანასკნელმა მხდალმა, კიევის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან გვიყუროს, როგორ ცურავს სისხლში მთელი ქვეყანა, ოღონდ ამაში ძალაუფლების დაბრუნების შანსს ხედავდეს.

ცხადია, ესეც მისი ჰალუცინაციის ნაწილია, ბოცო წიკლაურის დამხობილი ბიძინა არ გაიშვას", -  წერს ჩერგოლეიშვილი საკუთარ ფეისბ უქ გვერდზე.

ტეგები