მოსკოვში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ცნობილი გახდა
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2018 17:33 · 2956 ნახვა
მოსკოვში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ცნობილი გახდა

მოსკოვში სამგზავრო თვითმფრინავი Ан-148-ის კატასტროფის მიზეზებზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ავიალაინერი  "რუსეთის ფოსტის" ვერტმფრენს შეეჯახა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, ავარია აფრენის დროს მოხდა. 

ინფორმაციას უწყებები ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

მოსკოვში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავი Ан-148-ის ბორტზე მყოფი ადამიანები დაიღუპნენ. ბორტზე 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

თვითმფრინავმა კატასტროფა დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, მოსკოვთან ახლოს, რამენსკის რაიონში განიცადა.

ტეგები