ატენის ქუჩის მცხოვრებლები თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2018 22:46
ატენის ქუჩის მცხოვრებლები თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ

თბილისში, ატენის ქუჩის მცხოვრებლები 12 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

ისინი სარჩელში ატენის ქ. #19-ში მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. თბილისის მერიამ ატენის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერებაზე უარი 11 თებერვალს თქვა. მოგვიანებით, ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ ამ გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, მერია სამართლის პრინციპებიდან და კანონის ჩარჩოში მოქმედებს.

ატენის ქუჩაზე ახალი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა 2018 წლის 15 იანვარს გაიცა. კორპუსის მშენებლობა უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს გამოაცხადა უკანონოდ.

ტეგები