მოსკოვში თვითმფრინავის ჩამოვარდნის კადრები გავრცელდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2018 00:35 · 2961 ნახვა

მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავის Ан-148-ის კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ფაქტი სათვალთვალო კამერებს აქვთ დაფიქსირებული.

11 თებერვალს, მოსკოვში სამგზავრო თვითმფრინავმა Ан-148-მაკატასტროფა განიცადა. შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი დაიღუპა. 

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრინავს აფრენისას "რუსეთის ფოსტის" ვერტმფრენი შეეჯახა. თუმცა, მოგვიანებით, ინფორმაცია უარყო "რუსეთის ფოსტამ". სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა კატასტროფის ადგილიდან უკვე ამოიღეს ერთი შავი ყუთი.

ტეგები