„ჩემმა დიდმა ბებიამ სტალინი დაჭერას გადაარჩინა“ - მიხეილ სააკაშვილი
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2018 10:51 · 223 ნახვა
„ჩემმა დიდმა ბებიამ სტალინი დაჭერას გადაარჩინა“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა თავის "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა, რომ თავისმა დიდმა ბებიამ, სტალინი დაჭერას გადაარჩინა, სტალინმა კი მის ოჯახს სიკეთისთვის სამაგიერო ქონების კონფისკაციით და მისი მამისა და ძმის განადგურებით გადაუხადა.

„მეგობრებთან ერთად კინოში ფილმ „სტალინის სიკვდილს“ ვუყურეთ. ძალიან მაგარი ფილმია. ჩემი დიდი ბებია თამარი მიყვებოდა, როგორ გადაარჩინა სტალინი მეფის ჟანდარმების მხრიდან დაჭერას, გამოიყვანა ის მამის, მდიდარი მეწარმის სახლიდან, სტალინმა კი მის ოჯახს სიკეთისთვის სამაგიერო ქონების კონფისკაციით და მისი მამისა და ძმის განადგურებით გადაუხადა. ინგლისური ენის მასწავლებელი გელა ჩარკვიანი მამამისთან, კავკასიის პარტიულ მაღალჩინოსანთან ერთად ხშირად სტუმრობდა სტალინს მისი სიცოცხლის ბოლო წლებში და ყველაფერი, რასაც ის მიყვებოდა, ძალიან ჰგავს იმას, რაც ფილმშია მოთხრობილი“ - დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

ტეგები