„დოდოს რომ მოესწრო გასროლა, თავდამსხმელი ვეღარ გაისროდა“ - დოდო გუგეშაშვილის ძმა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2018 11:18

დოდო გუგეშაშვილის ძმამ დის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი „იმედთან“ გააკეთა.

მისი თქმით, გავცრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს დოდო გუგეშაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა და თავდამსხმელი დაჭრა, სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ ბინაში 7 თებერვალს დაესხნენ თავს. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

ტეგები