დოდო გუგეშაშვილის ძმა დედა-შვილზე თავდასხმას 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირებს
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2018 11:42
დოდო გუგეშაშვილის ძმა დედა-შვილზე თავდასხმას 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირებს

დოდო გუგეშაშვილის ძმა თემურ გუგეშაშვილი დედა-შვილზე თავდასხმას 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირებს, რომელიც მაშინ ყოველგვარი ფიზიკური დაზიანებების გარეშე დასრულდა.

„ახლობლებმა გაიხსენეს, რომ იყო რაღაც, არა ნოდარ გუგეშაშვილთან დაკავშირებული, არამედ მის სამეგობროსთან თუ მეგობართან დაკავშირებული მცირე ინციდენტი, ოღონდ ფიზიკური დაზიანების ან სხვა გართულებების გარეშე. ეს იყო დაახლოებით 15 წლის წინანდელი ამბავი“, - განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა „იმედთან“ საუბრისას.

რაც შეეხება, გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ დოდო გუგეშაშვილმა თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, თემურ გუგეშაშვილი გამორიცხავს.

„გამოვრიცხავ, რომ დოდოსაც ესროლა. დოდოს რომ მოესწრო და ესროლა, ის ვეღარ გაისროდა“, - განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა. 

ტეგები