სოფელ შემოქმედში, უცნობმა პირებმა მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2018 14:31
სოფელ შემოქმედში, უცნობმა პირებმა მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ცენტრში მდებარე მაღაზიაში ამ დროისთვის დადუგენელმა პირებმა ხელყუმბარა შეაგდეს, რომელიც აფეთქდა.

ინფორმაციას ამის შესახებ „გურიანიუსი“ ავრცელებს.

გავრცლებეული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მაღაზიაში არავინ იმყოფებოდა. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ და დეტალების დაზუსტებას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამავე სოფელში, სწორედ აღნიშნული მაღაზიის გვერდით მდებარე მარკეტს უცნობმა პირმა იარაღი ესროლა, საკეტი ამ ფორმით გატეხა და მაღაზია გაქურდა.
 

ტეგები