სოციალური მხარდაჭერა ბადაგონს
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2018 17:42
სოციალური მხარდაჭერა ბადაგონს

სოციალურ ქსელში ღვინის კომპანია "ბადაგონი" თავის ერთგულ მომხმარებელს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ თანადგომა ჰეშთეგით #თანადგომაბადაგონს გამოხატონ. 

რამდენიმე საათში აქციამ ფეისბუქის ქსელი მოიცვა და ათასობით ადამიანმა თავისი დამოკიდებულება და მხარდაჭერა ამ ჰეშთეგით გამოხატა. 

✦ ყველას, ვისაც გჯერათ ბადაგონის სიმართლის, გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა! დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისათვის! #თანადგომაბადაგონს #justiceforbadagoni - წერია ბადაგონის იფიციალურ ფეისბუქის გვერდზე. 

შეგახსენებთ, რომ შპს ,,ბადაგონის“ წილის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია ,,გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლმა საგამოძებო სამსახურს განცხადებით მიმართა, რის საფუძველზეც, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე. 

ტეგები