დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმა, შესაძლოა, უკრაინაში მის საქმიანობას უკავშირდებოდეს
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2018 20:50
დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმა, შესაძლოა, უკრაინაში მის საქმიანობას უკავშირდებოდეს

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა, შესაძლოა, უკრაინაში მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი" ავრცელებს.

დოდო გუგეშაშვილი დღეს ღუდუშაურის საავადმყოფოში სამართალდამცველებმა დაკითხეს, დაკითხვას მისი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილიც ესწრებოდა.

ნიკოლაიშვილის განცხადებით, გუგეშაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელის ამოცნობა შეუძლია, რაც შეეხება მოტივს და იმას თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს თავდასხმა, ამაზე დამატებითი განმარტება არ გაკეთებულა. თუმცა „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილი მომხდარს სავარაუდოდ, ბოლო წლებში უკრაინაში მიმდინარე საქმიანობას უკავშირებს.

როგორც ცნობილია 2014 წლიდან გუგეშაშვილი რამდენჯერმე იმყოფებოდა დონბანსში და რუსი სეპარატისტების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. ამის გამო დოდო გუგეშაშვილი რუსეთმა "შავ სიაში" შეიყვანა და მას როგორც "პერსონა ნონგრატას" რუსეთის ფედერაციაში შესვლა ეკრძალებოდა.
 

ტეგები