საგაზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 00:10
საგაზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია

საგაზაფხულო არდადეგები საქართველოს საჯარო სკოლებში 2018 წლის 8 მარტს დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს.

ჩვენ მიმდინარე წლის, მინისტრის ბრძანებით დადგენილი, სასკოლო არდადგების განრიგიც მოვიპოვეთ, რომელშიც წელს ცვლილება არ განხორციელებულა. განრიგი წელიწადის დროების მიხედვით ასე გამოიყურება:

ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერი – 15 იანვარი

საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტი -15 მარტი

ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისი – 15 სექტემბერი

რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს, სხვადასხვა საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის, განსხვავებულია. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. ამ შემთხვევაში განსაზღვრულია, რომ თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს. მე–2–დან მე–11 კლასის ჩათვლით კი სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს.

ტეგები