„დოდომ თავდამსხმელს სკამი ესროლა და ნოდოს გადასარჩენად ყვირილი დაიწყო“
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 00:37
„დოდომ თავდამსხმელს სკამი ესროლა და ნოდოს გადასარჩენად ყვირილი დაიწყო“

გუგეშაშვილების ოჯახის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად" დოდო გუგეშაშვილის დაკითხვისა და თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.

"დოდო გუგეშაშვილმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პიროვნება მას დაუკავშირდა დაახლოებით 10 თვის წინ სრულიად სხვა მოტივებით, აღნიშნულ პიროვნებას უნდოდა წარმოედგინა შემთხვევით იგი ვეტერანთა დეპარტამენტში იყო და იქიდან გამოსული დოდო გუგეშაშვილს გამოეცნაურა, უთხრა რომ მათ საერთო ნაცნობები ჰყავთ, იყო მათთან მისული, მაგრამ ამ დროს ისინი არ აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ ის დაახლოებით სამჯერ თუ ოთხჯერ შეხვდა. ამ დაკითხვიდან როგორც ჩანს მისი შვილი ამ ისტორიაში არაფერ კავშირში არ არის. მისი შვილი იმ დროს სახლში იყო და ეძინა, როდესაც ეს ამბავი მოხდა. როდესაც მკვლელომა ესროლა დოდო გუგეშაშვილს, დოდომ სკამი ესროლა და მერე დაიწყო ყვირილი, ნოდო გაიღვიძე სახლში მკვლელია, ის მას ვერ ხედავდა და წარმოიდგინა, რომ სახლიდან გაქცეული იყო მისი შვილი და თვითონაც გამოიქცა სამზარეულო ოთახიდან, სადაც სროლა მოხდა და ის გადაარჩინა იმან, რომ რამდენიმე ტყვია ვერ გავარდა, როგორც გამომძიებლები ამბობენ ე.წ ასეტკა მისცა. მეთერთმეტე სართულამდე ჩამოვიდა და მისი შვილის დაჭრის ამბავი მას შემდეგ გაიგო, რაც მეზობლებმა თქვეს. დოდო გუგეშაშვილმა დღემდე არ იცის, რომ მისი შვილი გარდაცვილია" - განაცხადა ადვოკატმა.


 

ტეგები