საქალაქო სასამართლოში დღეს 51-ე სკოლის დირექტორის დაკითხვა იგეგმება
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 10:31 · 18 ნახვა
საქალაქო სასამართლოში დღეს 51-ე სკოლის დირექტორის დაკითხვა იგეგმება

მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. იგეგმება 51-ე საჯაროს სკოლის დირექტორის დაკითხვა.

უფლებადამცველის ეკატერინე მაჭარაშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს დირექტორთან შეკითხვები აქვს.

„გამოძიებასთან დაკავშირებით დაცვის მხარეს გვაქვს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. ვთვლი, რომ არასწორ გზას დაადგა გამოძიება. ჩვენი ვერსიაა, რომ საქმეში იმაზე მეტი დანა ფიგურირებს ვიდრე გამოძიებას აქვს წარმოდგენილი“, - განაცხადა ადვოკატმა ეკატერინე მაჭარაშვილმა.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

ტეგები