ბაღის აღმზრდელს ბავშვის ცივ ოთახში ჩაკეტვაში ადანაშაულებენ
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 12:14
ბაღის აღმზრდელს ბავშვის ცივ ოთახში ჩაკეტვაში ადანაშაულებენ

გორში ბაღის აღმზრდელს, ცივ ოთახში, დასჯის მიზნით ჩაკეტვაში ადანაშაულებენ. 

„ნიუპოსტის“ ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბავშვის მშობელმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ბაგა-ბაღის პედაგოგი უმოქმედო, საძილე ოთახში, რომ ბავშვს სასჯელის მიზნით დაამწყვდევს რა ეკუთვნის? ეგ პედაგოგია? არ ვაპატიებ, ნევროზი თუ აქვთ ქარხანაში იმუშაონ, ბავშვებთან კი არა“, - წერს ბავშვის მშობელი. 

მშობლის პრეტენზიებს მეცამეტე ბაგა-ბაღის ადმინისტრაციაში არ იზიარებენ, როგორც დირექტორი განმარტავს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ტეგები