"ეს არის, ფაქტობრივად, საკუთარი ხელით სამარის გამოთხრა" - რომან გოცირიძე
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 12:58
"ეს არის, ფაქტობრივად, საკუთარი ხელით სამარის გამოთხრა" - რომან გოცირიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები თბილისში ფიქრობენ, რომ მისი ქვეყნიდან გაძევებით უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დარტყმა საკუთარ პოლიტიკურ მომავალს მიაყენა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დარწმუნებულები არიან, რომ პოროშენკოს გუნდი დაშვებული პოლიტიკური შეცდომების გამო არჩევნებს წააგებს. 

"რაც გუშინ მოხდა ეს არის, ფაქტობრივად, საკუთარი ხელით სამარის გამოთხრა პოროშენკოს მიერ. დამთავრებულია მისი რეჟიმი. წელიწად-ნახევარში იქნება არჩევნები და უკრაინის ხელისუფლებაში არ იქნება პოროშენკო, დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი და გააგრძელებს საქმიანობას. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ტეგები