"მიშა თავის თავს მიხედავს... ყველაზე ცუდი ისაა, რომ დრო გადის და უკრაინიდან არაფერი გამოდის"
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 13:17 · 125 ნახვა
"მიშა თავის თავს მიხედავს... ყველაზე ცუდი ისაა, რომ დრო გადის და უკრაინიდან არაფერი გამოდის"

"ოდესღაც შევარდნაძემ ამერიკელებს უთხრა უკრაინას დაეხმარეთო. კარგად ესმოდა რომ რუსეთის განეიტრალების პოტენციალი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ უკრაინას ჰქონდა. უკრაინის გაძლიერება საქართველოზე რუსების გავლენის შესუსტებას ნიშნავდა.

ჩემთვის მიშას უკრაინაში ყოფნა პირველ რიგში ამით იყო საინტერესო. თუმცა, უკვე შარშან დიდი ეჭვი მეპარებოდა რომ უკრაინა გაძლიერდებოდა და თავის უზარმაზარ პოტენციალს თუნდაც სანახევროდ აამოქმედებდა. ბოლო წლებში კიევში რამდენჯერმე ვიყავი (ლექციებს ვკითხულობდი) და არაფერზე ეტყობოდა ამ ქვეყანას რომ ომში იყო ჩაბმული. არაფერზე. 2014 წელს ბჟეზინსკის იმედი მოეცა რომ რუსებთან ომში ბოლოსდაბოლოს დაიბადებოდა უკრაინული სახელმწიფო... მაგრამ ვერა.

გუშინ რაც მოხდა ეს ბევრს აღარაფერს ნიშნავს უკრაინისთვის. შეიძლება არც მიშასთვის. მიშა თავის თავს მიხედავს. ყველაზე ცუდი ისაა რომ დრო გადის და უკრაინიდან არაფერი გამოდის. დასავლეთსაც ოდესღაც ყელში ამოუვა ეს ქვეყანა და იტყვის: ამათ გამო ვეჩხუბეთ რუსეთსო?

45 მილიონიანი ქვეყანა აღმოსავლეთ ფრონტზე მაქსიმუმ ერთ რუსულ დივიზიას ვერ უმკლავდება. უზარმაზარი სამხედრო მრეწველობა აქვს და იარაღს ამერიკას თხოვს.

ნეტავ ვცდებოდე და ამ ქვეყანას ვინმემ ან რამემ უშველოს - მიშა უშველის თუ გრიშა, ეს ჩემთვის მესამერისხოვანია.

შევარდნაძის ან მიშას სალანძღავად არ შემოვარდეთ ახლა", - წერს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორინკე შარაშენიძე.

ტეგები