"პროკურატურას სააკაშვილის ექსტრადირების კარგი სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა" - ლევან იზორია
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 13:29 · 19 ნახვა
"პროკურატურას სააკაშვილის ექსტრადირების კარგი სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა" - ლევან იზორია

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ექსპრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ლევან იზორიას თქმით, პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების კარგი სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა.

"რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პროკურატურა აქტიურად მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ შეეგროვებინა მყარი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალი წაეყენებინა ყოფილი პრეზიდენტისთვის. ეს ბრალდები არის ძალიან სეროზული. შესაბამისად, პროკურატურას ჰქონდა საკმაოდ კარგი სამართლებრივი საფუძველი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირება მოეთხოვა. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონის წინაშე ყველა, მათ შორის, პრეზიდენტიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, არის თანასწორი. როდესაც არსებობს დანაშაულის ფაქტები, ამაზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. სხვათაშორის, როდესაც აღნიშნული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და ის გამყარებულია მტკიცებულებებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ასეთი მაგალითებით უფრო მტკიცდება", - განაცხადა იზორიამ.

ტეგები