"სააკაშვილი აუცილებლად წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე" - ირაკლი სესიაშვილი
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 13:46
"სააკაშვილი აუცილებლად წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე" - ირაკლი სესიაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქვეყანაში პრეზიდენტობის დროს ჰქონდა ცხრაწლიანი, მე ვიტყოდი, დიქტატურა, ტოტალური კონტროლი, და მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო. ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქიდან გააგდეს. უბრალოდ არ მინდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასეთი იმიჯი ქონდეს. ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი. როგორ, რანაირად, – ეს დროის ფაქტორია, თუმცა მე ჩემი ქვეყნის იმიჯი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ერთი ადამიანის, ერთი პოლიტიკოსის ბედი”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ტეგები