"ყველა ქვეყანას მივმართავთ, სადაც სააკაშვილი იქნება" - გია ვოლსკი
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 14:13 · 171 ნახვა
"ყველა ქვეყანას მივმართავთ, სადაც სააკაშვილი იქნება" - გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი კვლავაც აქტუალურია.

"რასაკვირველია, ექსტრადირებასთან დაკავშირებით თემა აქტუალურია და დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მოლოდინი შეიძლება გქონდეს განხილვის, მაგრამ მოლოდინი საბოლოო გადაწყვეტილების უნდა გქონდეს იმ შემთხვევაში თუ ზუსტად იცი პრაქტიკა, რომელსაც ეს ქვეყანა მიჰყვება. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს, ასე რომ დაველოდოთ", - აცხადებს ვოლსკი.

ტეგები