კახა კალაძემ ცხოველთა თავშესაფრიდან ლეკვი წაიყვანა, რომელიც მერიაში დაიდებს ბინას (ფოტოები)
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 14:16
კახა კალაძემ ცხოველთა თავშესაფრიდან ლეკვი წაიყვანა, რომელიც მერიაში დაიდებს ბინას (ფოტოები)

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან ლეკვი წაიყვანა, რომელიც მისივე თქმით, მერიაში დაიდებს ბინას.

კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარზე გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება და თავშესაფარში ჭირის ეპიდემია არ არის.

“ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი, ვრცელდებოდა ინფორმაციები, თითქოს სამ თავშესაფარში იყო გავრცელებული ჭირი, არის გაუსაძლისი პირობები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამ მიმართულებას ჩვენგან დიდი ყურადღება დაეთმობა. გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი. უახლოეს მომავალში ახალი ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი. ცვლილებებს და რეფორმების განხორციელებას ვაპირებთ. თუ რამე პრობლემა იქნება, მოვაგვარებთ. აქ არის შესაძლებლობა, რომ თავშესაფარი გაფართოვდეს. ახალი ხელმძღვანელობა წარმოადგენს გეგმას, რა უნდა გაკეთდეს, რა რეფორმები უნდა განხორციელდეს, ჩვენ დავეხმარებით. თუ დამატებითი დახმარება იქნება საჭირო, მზად ვართ, დამატებით ხარჯები გავიღოთ. გვყავს ახალი მეგობარი, რომელიც ჩვენთან მერიაში წამოვა და იქ იქნება. სახელი ჯერ არ ვიცით, შევურჩევთ”, – განაცხადა კალაძემ.

ტეგები