სესხის მისაღებად 2017 წელს 14 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების საცხოვრებელი ფართი ბანკებში ჩაიდო
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 14:58 · 25 ნახვა
სესხის მისაღებად 2017 წელს 14 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების საცხოვრებელი ფართი ბანკებში ჩაიდო

კომერციული ბანკებიდან სესხის მისაღებად გასულ წელს, ბანკების სასარგებლოდ, 14 993 901 606 ლარის საცხოვრებელი ფართი დაიტვირთა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბანკების 2017 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 6 080 480 275 ლარის საცხოვრებელი ფართი „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ დაიტვირთა. შემდეგ მოდის „საქართველოს ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2017 წელს ჯამში, 5 689 112 324 ლარის ღირებულების საცხოვრებელი ფართი დაიტვირთა, ხოლო მე-3 ადგილზე ამ კუთხით, „ვითიბი ბანკია“, რომლის სასარგებლოდ დატვირთული საცხოვრებელი ფართის ღირებულება - 875 781 710 ლარი იყო. 

ტეგები