"სააკაშვილს ნობელის პრემია ეკუთვნის" - ჟირინოვსკი
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 15:57 · 467 ნახვა
"სააკაშვილს ნობელის პრემია ეკუთვნის" - ჟირინოვსკი

რუსეთის დუმის დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მიხეილ სააკაშვილს "ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინი" უწოდა. მისი თქმით, სააკაშვილი "ნარინჯისფერი რევოლუციების" ორგანიზებისთვის ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ.

„ის სიბრალულს იმსახურებს. მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი ყველა "ნარინჯისფერი რევოლუციის" ორგანიზატორია. თეორეტიკოსი ჯინ შარპი რამდენიმე ხნის წინ მოკვდა, ხოლო სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ. ის პრაქტიკოსია, "ნარინჯისფერი რევოლუციების" ლენინია“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

ტეგები