"დაკავების შემდეგ კისერი მტკივა, მაგრამ ეს ტკივილი გაივლის, ოლიგარქებს კი კისერს მოვტეხ" - სააკაშვილი
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 16:55
"დაკავების შემდეგ კისერი მტკივა, მაგრამ ეს ტკივილი გაივლის, ოლიგარქებს კი კისერს მოვტეხ" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის უკრაინის მოქალაქეობას აუცილებლად აღიდგენს და მას უკრაინის პოლიტიკას ვერ ჩამოაშორებენ.

"ჩემი, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსის მოშორების მცდელობა მარცხისთვისაა განწირული. მე ვიყავი და ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე როგორც ვრჩები ქართველად და აუცილებლად აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას. გუშინდელი დაკავების შემდეგ ცოტათი კისერი მტკივა, მაგრამ აი, მინდა გითხრათ - ეს კისრის ტკივილი გაივლის, უკრაინელ ოლიგარქებს კი მე უკრაინელ ხალხთან ერთად კისერს მოვტეხ. ამას ვპირდები“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ტეგები