საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით პოლონეთს უკვე მიმართა
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 17:04
საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით პოლონეთს უკვე მიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურას საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის მხარისთვის უკვე მიმართული აქვს და აღნიშნულ მიმართვას ძალაში ტოვებეს.

„მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის კომპეტენტურ უწყებებს 2017 წლის აგვისტოში მიმართა, რის შესახებაც პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია გაავრცელა. ძებნილ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და ახორციელებს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

ტეგები