ტვინს ალკოჰოლი უფრო აზიანებს, ვიდრე კანაფი - კვლევა
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 17:22
ტვინს ალკოჰოლი უფრო აზიანებს, ვიდრე კანაფი - კვლევა

ახალი კვლევების თანახმად, ტვინს ალკოჰოლი უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე კანაფი. ალკოჰოლისგან განსხვავებით, მარიხუანა გავლენას არ ახდენს ტვინის თეთრი ან რუხი ნივთირებების ზომაზე ან მთლიანობაზე.

თავის ტვინში რუხი ნივთიერება წარმოქმნის თავის ტვინის ქერქს და მის ფუნქციონირებას განსაზღვრავს, თეთრი ნივთიერება კი ნერვის კლასტერებს შორის კავშირს აკონტროლებს.

კვლევის ავტორის, University of Colorado Boulder-ის პროფესორის კენტ ჰაჩისონის თქმით, მარიხუანას შესაძლოა, გარკვეული უარყოფითი თვისებები შედეგები ჰქონდეს, მაგრამ ახლოსაც არ არის იმ უარყოფით შედეგებთან, რაც ალკოჰოლს მოაქვს.

მეცნიერი დასძენს, რომ ადამიანის ტვინზე კანაფის გავლენა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.

კვლევაში 18-იდან 55 წლამდე ზრდასრული და 439 14-იდან 18 წლამდე მოზარდი მონაწილეობდა. მკვლევრებმა, ბოლო 30 დღის განმავლობაში მიღებული კანაფისა და ალკოჰოლის ეფექტი შეისწავლეს, კონკრეტულად, კი მაგნიტურ რეზონანსული გამოსახულებით, მონაწილეების ტვინები გააანალიზეს.


წყარო

ტეგები