დოდო გუგეშაშვილს ხვალ შვილის პანაშვიდზე წაიყვანენ
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 17:34 · 621 ნახვა
დოდო გუგეშაშვილს ხვალ შვილის პანაშვიდზე წაიყვანენ

ხვალ, დაახლოებით 15:00-დან 17:00 საათამდე, დოდო გუგეშაშვილს რეანომობილით ძმის სახლში გადაიყვანენ, სადაც მისი შვილია გადასვენებული. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკასთან დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„დღეს ვაპირებდით დოდოსთვის გვეთქვა საშინელი სინამდვილე, რაც ყველა შემთხვევაში სათქმელია. მაგრამ ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გადავწყვიტეთ ხვალ ვუთხრათ. ბუნებრივია, ხვალ ის მოინდომებს საავადმყოფოდან გამოსვლას, რათა შვილის ცხედარი ნახოს“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა. 

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

ტეგები