საქართველოში 2082 საჯარო სკოლიდან ადაპტირებული მხოლოდ 17 სკოლაა
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 18:09
საქართველოში 2082 საჯარო სკოლიდან ადაპტირებული მხოლოდ 17 სკოლაა

საქართველოში 2, 082 საჯარო სკოლა არსებობს, საიდანაც სათანადოდ ადაპტირებული მხოლოდ 17 სკოლაა. ადაპტირებულ სკოლაში იგულისხმება ლიფტი, პანდუსი, მორგებული სანიტარული კვანძი და რესურს ოთახი. ამის შესახებ ინფორმაციას "იმედინიუსი" სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით წერს. 

ანგარიშის მიხედვით, მოცემული 17 სკოლიდან ეტლით მოსარგებლე მოსწავლე ირიცხება მხოლოდ 7 სკოლაში. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით, ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები 233 საჯარო სკოლაში ირიცხება. 

მოცემული 233 სკოლიდან, 101 სკოლას არ გააჩნია პანდუსი25, 143 სკოლას - ადაპტირებული სანიტარული კვანძი, 75 - სკოლას კი არც პანდუსი და არც სანიტარული კვანძი, რაც შეუძლებელს ხდის დამოუკიდებლად გადაადგილებას ეტლით მოსარგებლე მოსწავლისათვის.

ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 1,235 საჯარო სკოლაში ჩარიცხულია 6,254 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, საიდანაც 312 სკოლას - 25%-ს, რომელშიც ირიცხება 883 მოსწავლე, არ აქვს რესურს ოთახი.

ტეგები