საადვოკატო კომპანია ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს შეხვდა - საგარეო უწყება
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 18:59 · 26 ნახვა
საადვოკატო კომპანია ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს შეხვდა - საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართველი მეზღვაურები ტაჟურას დამანის ციხეში საადვოკატო კომპანიის წარმომადგენელმა მოინახულა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საადვოკატო კომპანიამ მათ საკვები და სასმელი წყალი მიაწოდა და ასევე ერთ-ერთი მეზღვაურისთვის სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების მზაობა გამოთქვა.

"როგორც ცნობილია, ლიბიაში არსებული მძიმე პოლიტიკური ფონი, ასევე მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება და სახელმწიფო ინსტიტუტების შეფერხებით ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ართულებს ქართველი მეზღვაურების მდგომარეობას და საქმის მიმდინარეობას", - წერია უწყების განცხადებაში.

ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 2017 წლის აგვისტოში დააკავეს. დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია. მათ პატიმრობა შეუფარდეს. ქართველ მეზღვაურებს საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და კონტრაბანდას ედავებიან.

ტეგები