33 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 21:17 · 297 ნახვა
33 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ასპინძაში, ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა, საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.

როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.