"სააკაშვილი უსამართლო დევნის მსხვერპლია" - ბოკერია
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2018 23:23 · 45 ნახვა
"სააკაშვილი უსამართლო დევნის მსხვერპლია" - ბოკერია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის ყოფილი თანაგუნდელი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემები, როლებიც მოგვიანებით უკრაინაში გაგრძელდა, საქართველოში დაიწყო, როცა ის აღმოჩნდა დევნილობაში. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “პირისპირ“-ში განაცხადა.

“ის რაც ხდება იქ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს არის მძიმე შეცდომაც და დანაშაულიც, რადგან როცა პოლიტიკური ოპონენტი ხდება ადამიანი, ამის შემდეგ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და პოლიტიკური დევნა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს არის ცუდი საქართველოსთვის, ცუდი - უკრაინისთვის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ არჩევანებს, ვთქავათ, როდესაც მან აირჩია ოდესის გუბერნატორობა, მე ამის მომხრე არ ვიყავი, მე არ ვეთანხმები პრეზიდენტ სააკაშვილს და მის გუნდს უამრავ დღეს მიმდინარე საკითხებში, მაგრამ ახლა სალაპარაკო თემა არის ის ძალიან უსამართლო პოლიტიკური დევნა, რასაც მიხეილ სააკაშვილი განიცდის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა.

ტეგები