დანიის დეფოფალის მეუღლი პრინცი ჰენრიკი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 10:48
დანიის დეფოფალის მეუღლი პრინცი ჰენრიკი გარდაიცვალა

დანიის დეფოფალ მარგარეტ II-ის მეუღლე, პრინცი ჰენრიკი ავადმყოფობის შედეგად 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეფო ოჯახის პრესსამსახური ავრცელებს.,

"მისი უმაღლესობა პრინცი ჰენრიკი 13 თებერვალს, ფრედენსბორგის სასახლეში, ძილში გარდაიცვალა. მის გვერდით იმყოფებოდა მისი უმაღლესობა დედოფალი და ორი ვაჟი", - ნათქვამია განცხადებაში.

2017 წლის აგვისტოს დასაწყისში პრინცმა უჩვეულო განცხადება გააკეთა.კერძოდ, მან თქვა, რომ არ სურდა დაკრძალული ყოფილიყო მისი მეუღლის გვერდით, როსკილდის ტაძარში, რომელიც დანიის მეფეთა საფლავია.

ჯერჯერობით უცნობია სად დაკრძალავენ მას.

ტეგები