კალაძე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლზე ყურადღების მაქსიმალურ გამახვილებას ითხოვს
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 11:18
კალაძე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლზე ყურადღების მაქსიმალურ გამახვილებას ითხოვს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებსა და გამგეობების წარმომადგენლებს სთხოვა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლზე მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ. 

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შესწავლამ და ბოლო დროს განხორციელებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს. 

„ორი კვირის წინ დავავალე ჩემს მოადგილეებს,რომ წარმოადგინონ გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს.სატენდერო დოკუმენტაციაში იქნება იმის აუცილებლობა, რომ როდესაც ხელშეკრულება გაფორმდება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი განხორციელდეს. არცერთ საპროექტო დოკუმენტაციას არ მიეცემა მსვლელობა იქამდე, ვიდრე ამდოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა არ განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, როდესაც სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების წარმოების პროცესი დაიწყება და შესრულების ეტაპზე იქნება, საპროექტო დავალებების შესრულებაზე მუდმივი ზედამხედველობა განხორციელდება. მათ შორის, ფარულ სამუშაოებზე, იმისთვის, რომ საპროექტო გადაწყვეტილებების მაღალ დონეზე შესრულება მოხდეს. 

„ინფრასტრუქტურული პროექტებით ჩვენი მოქალაქეებისა რგებლობენ. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ თითოეული პროექტის ხარისხი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა. მგონია, რომ ეს მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია და გამგეობებსაც მინდა ვთხოვო, რომ ხარისხზე და ზედამხედველობაზე მაქსიმალურიყ ურადღება გავამახვილოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

ტეგები