აშშ საქართველოს მთავარ საფრთხედ ოკუპაციას ასახელებს
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 11:37
აშშ  საქართველოს მთავარ საფრთხედ ოკუპაციას ასახელებს

აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ანგარიშში - „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ გლობალური საფრთხეების შეფასება“ საქართველოზეც არის საუბარი. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთის მხრიდან ქვეყნის რეგიონების ოკუპაცია და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელისშეშლა რჩება.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და დასავლური ინტეგრაციის ძირის გამოთხრა თბილისის დაუცველობის მთავარ წყაროდ დარჩება”, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ეცდება ოპოზიციის ჩიხში მოქცევას და ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას."

აშშ-ის დაზვერვა უკრაინაში ვადამდელ არჩევნებსაც პროგნოზირებს. ანგარიშის მიხედვით, ოპოზიცია შექმნილი მდგომარეობით ისარგებლებს, იმისათვის, რომ უკრაინის პრეზიდენტის ძალაუფლება შეასუსტოს.

დოკუმენტის ავტორების აზრით, ეს ყველაფერი ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხეა და შიდა პოლიტიკის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წელს ჩატარდება. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა პარლამენტის ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, ვინაიდან თვლის, რომ საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი შემადგენლობა უუნაროა. ზოგიერთები პოროშენკოს იმპიჩმენტის ინიციატივითაც გამოდიან.

ტეგები