მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა - სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადება
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 12:20
მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა - სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გლდანის #8 დაწესებულებაში ყელგამოჭრილი პატიმრის აღმოჩენასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

"მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა  გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. მსჯავრდებული ჩ.ნ. საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს", - ნათქვამია განცხადებაში.

გლდანის #8 დაწესებულებაში ყელგამოჭრილი პატიმარი იპოვეს.  მისი ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა. ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტეგები