სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 12:40
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ყაჩაღობაში ბრალდებულის საქმეზე, წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. და ლ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ინფორმაცის მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 მაისს დაახლოებით 11:20 საათზე, ორმა პირმა, ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე უკანონოდ შეაღწიეს თ.ს.-ს და ი.მ.-ს ბინაში. ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 5 000 ლარი, 7 955 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გ.ა. და ლ.გ. იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. და. ლ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ტეგები