დოდო გუგეშაშვილი გონზეა და კონტაქტურია - ექიმი
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 14:22 · 61 ნახვა
დოდო გუგეშაშვილი გონზეა და კონტაქტურია - ექიმი

ექიმ ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და როდესაც დოდო გუგეშაშვილს მისი ვაჟის სამძიმარზე გადაიყვანენ, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მისი თქმით, დოდო გუგეშაშვილის კლინიკიდან სამძიმარზე გადაყვანის სურვილი ოჯახმა გამოთქვა და ყველანაირი მზადყოფნა არსებობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე საფრთხე არ შეიქმნას.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა გადაწყვეტილება დღეს რაც ამ პაციენტთან დაკავშირებით და ეს სხვებსაც ეხება, იყო მიღებული, გამომდინარეობს პაციენტის მდგომარეობიდან. პრიორიტეტულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დღეების განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, გონზეა, კონტაქტურია და ადეკვატურია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ამჟამად სტაბილურია, ის დელიკატური საკითხი და ემოციური ფონი, რაც შესაძლოა დაღუპული შვილის განხილვის ამბავს ახლდეს, ჩვენ ამისთვის მაქსიმალურად მომზადებული ვართ, კომუნიკაცია გვაქვს ოჯახთან, მეგობრებთან და სამართალდამცავ სტრუქტურებთან, ყველანაირად მზად ვართ, რომ ჯანმრთელობის საფრთხე არ შეიქმნას. გადაყვანის რეკომენდაცია ჩვენგან არ გამომდინარეობს, ეს სურვილი მომდინარეობს ოჯახიდან. ყველა სახის ქმედება რაღაც სახის რისკებს ბუნებრივია უკავშირდება, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მზად ამისთვის. შესაძლოა გადაყვანას ხელს უწყობს ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ უფრო დამშვიდებულები ვიქნებოდით, რომ ეს საჭირო არ ყოფილიყო, თუმცა ამის ობიექტური საჭიროება არსებობს და აქედან გამომდინარეობს, რომ ექიმების მეთვალყურეობა გაგრძელდება“, - განაცხადა ნიკა ქარცივაძემ.

ტეგები