რუსთავში ბავშვები, სავარაუდოდ, შაურმით მოიწამლნენ
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 14:39 · 73 ნახვა
რუსთავში ბავშვები, სავარაუდოდ, შაურმით მოიწამლნენ

რუსთავში ექვსმა ბავშვმა კვებითი ინტოქსიკაცია მიიღო. ბავშვებმა შესაბამისი ჩივილებით ბავშვთა საავადმყოფოს მიმართეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

კლინიკის მთავარი ექიმის ნატო თოფურიას განცხადებით, 11-12 წლის ბავშვებს ერთი და იგივე სიმპტომი აღენიშნებოდათ. სამი მათგანი საავადმყოფოში გუშინ, სამი კი დღეს შეიყვანეს.

ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო და ის უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ხუთის მკურნალობა კი სტაციონარში გრძელდება.

პირველი არხის ინფორმაციით, ექვსივე ბავშვმა საზკვების ერთ-ერთ ობიექტზე შაურმა ჭამა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები სწორედ შაურმამ მოწამლა.

ტეგები