განა სიკეთეს სწავლა და მაგალითები არ სჭირდება? - გოგა ჩანადირი
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 15:42 · 57 ნახვა
განა სიკეთეს სწავლა და მაგალითები არ სჭირდება? - გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სასულიერო პირის, იონა ნინევიელის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"ჩემთვის დიდსულოვნებისა და გამბედაობის ნიმუშიც კია სამებაში მოღვაწე მამის – იონას გადაწყვეტილება, გაეყიდა ნაჩუქარი ძვირადღირებული მანქანა, 19 წლის დაბალფასიან მანქანაზე დამჯდარიყო და სხვაობით გაჭირვებულებს დახმარებოდა.

ნაწილმა სიკეთის აფიშირებად მონათლა და დაიწუნა.

ჯერ ერთი, მამა იონა თავს არ იწონებს და არ გვუბნება, ნახეთ, რა ვქენი. მეორეც, რომც იყოს აფიშირება, განა თქვენვე არ მოუწოდებთ ძვირადღირებულზე თქვან უარი? და მერე, რა, იყოს აფიშირება. განა სიკეთეს სწავლა და მაგალითები არ სჭირდება? და ვინ უნდა გვასწავლოს ეს და მაგალითი მოგვცეს, თუ არა ღვთისმსახურმა?

გულწრფელად ვუხდი მადლობას მამა იონას. 

მისი ეს საქციელი სულაც არ მიკვირს, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათი ამბავია”, – წერს გოგა ჩანადირი.

მღვდელი იონა ნინევიელი ნაჩუქარ ჯიპს ყიდის. სასულიერო პირმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მისი ძველი ავტომობილი, რომელიც 19 წლის არის, აბსოლუტურად აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს. იონა ნინევიელი ნაჩუქარი ჯიპის გაყიდვიდან შემოსულ თანხას მონასტრის მშენებლობასა და გაჭირვებულებს მოახმარს

ტეგები