იქნებ უპატრონო ძაღლების გადარჩენისთვის, ეს ფაქტი აღმოჩნდეს გადამდები სახელმწიფო მოხელეებისათვის - ინგა გრიგოლია
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 16:19
იქნებ უპატრონო ძაღლების გადარჩენისთვის, ეს ფაქტი აღმოჩნდეს გადამდები სახელმწიფო მოხელეებისათვის  - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია თბილისის მერის მიერ თავშესაფრიდან ლეკვის წამოყვანის ფაქტს ეხმაურება.

"იქნებ უპატრონო ძაღლების გადარჩენისთვის, ეს ფაქტი აღმოჩნდეს გადამდები სახელმწიფო მოხელეებისათვის და ყველამ თითო მიუსაფარი იშვილოს", - წერს ჟურნალისტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალური თავშესაფრიდან გუშინ მეტისის ჯიშის ძაღლის ლეკვი წაიყვანა, რომელმაც თბილისის მერიაში დაიდო ბინა.

ტეგები