კამპანია "გაიცანი საქართველო" სვანეთში
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 17:11 · 27 ნახვა
კამპანია "გაიცანი საქართველო" სვანეთში

კამპანია "გაიცანი საქართველო" გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთში მედიასაშულებების წარმომადგენლებისთვის პრესტური მოეწყო. 20-ზე მეტი ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი მესტიას, ჰაწვალს, თეთნულდს, ბეჩოს, მაზერს და უშხვანარს ეწვია. 

მედიის წარმომადგენლებმა ახლადშექმნილი ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, რომელიც სვანეთში სამთო კურორტების განვითარების და ტურისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით შეიქმნა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა რეკორდულ დროში დაასრულა. საბაგირომ ფუნქციონირება 2017 წლის 23 დეკემბრიდან დაიწყო. ღია სავარძლის ტიპის 6 ადგილიანი საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს კურორტთან აკავშირებს. ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს. ახალი საბაგირო დამსვენებლებს საშუალებას აძლევს 4 წუთში კურორტ ჰაწვალზე ავიდნენ და ამით 30 წუთიანი სამარშრუტო გზა თავიდან აიცილონ. კურორტზე 7 კილომეტრიანი 5 სათხილამურო გზა არის, რომელიც ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის არის გათვლილი.

ჰაწვალის შემდეგ პრესტურის მონაწილეები კურორტ თეთნულდს ეწვივნენ, სადაც ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა მედებარეობს. კურორტზე სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია. •თეთნულდზე 5 საბაგიროა, საბაგიროს უმაღლესი წერტილი 3600 მეტრზე მდებარეობს. წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა თეთნულდზე 185%-ით ჰაწვალზე 166 %-ით გაიზარდა. •ადგილობრივ მოსახლეობაში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციის მიზნით ზემო სვანეთის სოფლებში მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულში. ასევე ქვემო სვანეთში, დაბა ლენტეხში დამონტაჟდა მცირე ზომის საბაგიროები. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტი ქვეყნის სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც გაგრძელდება. მცირე ზომის საბაგირო გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ იმ სოფლებში, სადაც ცხოვრობენ განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სამომავლო კარიერისათვის. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ზაფხულში, იგეგმება სასეირნო და მთამსვლელებისთვის განკუთვნილი ბილიკების გაკეთება და ამ ბილიკების გასწვრივ საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწყობა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან. საქართველოს სამთო კურორტებზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაში გადადის და ახალი სპორტული და ტურისტული ობიექტების მშენებლობა უმნიშვნელოვანესია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს აქვს უნიკალური პერსპექტივა 2030 წელს უმასპინძლოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. 

 "გაიცანი საქართველოს" ფარგლებში მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა მესტიაში საოჯახო სასტუმრო Old House დაათვალიერეს. სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაწყებულია სასტუმროს გაფართოება. მშენებლობა ზაფხულში დასრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო #ტურიზმი2018

ტეგები