სტუდენტებს ტექნიკურ უნივერსიტეტში საფოსტო საქმიანობის შესწავლა შეეძლებათ
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 17:56 · 70 ნახვა
სტუდენტებს ტექნიკურ უნივერსიტეტში საფოსტო საქმიანობის შესწავლა შეეძლებათ

პირველად საქართველოში, სტუდენტები უმაღლეს სასწავლებელში საფოსტო საქმიანობის შესწავლას შეძლებენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამისი მემორანდუმი ტექნიკურ უნივერსიტეტსა და "საქართველოს ფოსტას" შორის გაფორმდება.

მემორანდუმი ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის საფოსტო საქმიანობის შესწავლას ითვალისწინებს.

„საქართველოს ფოსტა“ მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პრაქტიკული ღონისძიების შემუშავებასა და შესრულებაში. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დაიგეგმება შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები და სხვა სასწავლო პროცესები, ასევე „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საფოსტო საქმიანობის სწავლების განახლებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება დარგის განვითარებაზე. შესაბამისად ქვეყანაში სპეციალიზებული კადრები იქნებია, რომლებიც დღეისთვის დეფიციტურია.

"საფოსტო საქმიანობა ამჟამად საქართველოს არცერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ისწავლება, თუმცა, საერთაშორისო ბაზარზე საფოსტო ბიზნესი ერთ-ერთი მოწინავე დარგია" -აცხადებენ საქართველოს ფოსტაში

ტეგები