ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში პოლიცია გამოიძახეს
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 19:06
ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში პოლიცია გამოიძახეს

ქუთაისის #30-ე სკოლაში დირექტორმა და მანდატურის სამსახურმა პოლიცია გამოიძახა. ინფორმაციას  "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

პოლიციის გამოძახების მიზეზი სხვა სკოლის მოსწავლის, ზ.შ.-ს მიერ #30-ე სკოლის მოსწავლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა და ტელეფონის ნომრების მოთხოვნა გახდა. 

მოსწავლეების განცხადებით, ზ.შ. ხშირად დადის სკოლაში, ბავშვებს ემუქრება, თან ჯიბით დააქვს დანა. როგორც ბავშვები ამბობენ, არასრულწლოვანი  #30-ე სკოლის მოსწავლე იყო და შემდეგ სხვა სკოლაში გადავიდა.

#30-ე სკოლის დირექტორის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, სხვა სკოლის მოსწავლე ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და ემუქრებოდა, რის გამოც, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

მომხდარზე საპატრულო პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.

ტეგები