ქუთაისი-მემინგენის ავიარეისის 19 მგზავრი გერმანიაში არ შეუშვეს
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2018 19:24 · 830 ნახვა
ქუთაისი-მემინგენის ავიარეისის 19 მგზავრი გერმანიაში არ შეუშვეს

ქუთაისი-მემინგენის ავიარეისის 19 მგზავრი გერმანიაში არ შეუშვეს. ინფორმაციას 1tv.ge გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი აღნიშნული ავიარესის 19 მგზავრს 13 თებერვალს საღამოს, სამართალდამცავებისა და მესაზღვრეების მიერ ერთობლივად ჩატარებული შემოწმების შემდეგ უთხრეს. პოლიციის წარმომადგენლების თქმით, მათ საბუთები წესრიგში არ ჰქონდათ.

როგორც გერმანული მედია იუწყება, 10 მგზავრი საქართველოში იმავე ავიარეისით დაბრუნდა, ხოლო ცხრა მიუნხენის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში გადაიყვანეს, სადაც მათ უკან დასაბრუნებელი ბილეთები შეიძინეს.

ტეგები